სულხან ცინცაძის სახელობის გორის სამუსიკო კოლეჯი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას აცხადებს.
კოლეჯის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიღება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განხორციელდება: პიანისტ - აკომპანიატორი (სწავლის ხანგრძლივობა - 28 თვე) და მუსიკის რეპეტიტორი (სწავლის ხანგრძლივობა - 20 თვე).
„მსურველთათვის რეგისტრაცია ონლაინ, ვებგვერდზე – vet. emis. ge მიმდინარეობს და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
პროფესიული პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამავრებულს ენიჭება -„უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სამუსიკო ხელოვნებაში - Higher Vocational Qualification in Music Art“ და კოლეჯში პროფესიულ პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჩარიცხული სტუდენტები, ასევე, ერთჯერადად თავისუფლდებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან“, - აცხადებენ სამუსიკო კოლეჯის ადმინისტრაციაში.
პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით, მსურველმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკოს ტელეფონის ნომრებზე: 0370 27 35 11, 577 55 72 71. ელ-ფოსტის მისამართია: gori.college @ yahoo. com; gori. college @ gmail. com