Microsoft-ის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 5 მაისიდან აპლიკაცია Skype-ის პროგრამული მხარდაჭერა აღარ გაგრძელდება. მის ჩასანაცვლებლად, „მაიკროსოფტი“ მომხმარებლებს Teams-ის გამოყენებას ურჩევს.
„სკაიპი დიდი ხანია არსებობს და ყოველთვის, როცა ფიქრობდით, რომ ის მკვდარია, ხელახლა აღორძინდებოდა.
მაგალითად 2015 წელს Redmond-მა სცადა Skype-ის ინტეგრირება Windows 10-ში. ინტეგრირების პროცესი დაახლოებით ცხრა თვე გაგრძელდა.
მომდევნო ეტაპზე კი 2017 წელს მაიკროსოფტმა გამოუშვა Skype-ზე აგებული თანამშრომლობის პლატფორმა - Teams.
ამჯერად კი ეს აღარ მოხდება, რადგან მაისში Skype სამუდამოდ შეწყვეტს ფუნქციონირებას,“ - აღნიშნა დეველოპერმა.
ცნობისათვის, Skype-მა ფუნქციონირება 2003 წელს დაიწყო. პლატფორმა ნიკლას ზენსტორმმა და იანუს ფრისმა დააარსეს ხედვით, რომ კომუნიკაცია ყველასთვის უფასო და ხელმისაწვდომი ყოფილიყო. აპლიკაციის პროგრამულ უზრუნველყოფაზე ოთხმა ესტონელმა დეველოპერმა იმუშავა და მალევე შეიქმნა პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებებით და ხმოვანი ზარებით მსოფლიოს მასშტაბით ტრადიციული სატელეფონო ქსელების გვერდის ავლით, უფასოდ აკავშირებდა.
2011 წელს Microsoft-მა Skype-ის აღნიშნული სერვისი 8.5 მილიარდ დოლარად შეიძინა.