

გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15-19 წლის გოგონებისთვის ტექნოლოგიური სწავლება - „STEAM GIRLS“ იწყება.
პროექტს ორგანიზაცია „ქლევერტონი“ ახორციელებს. სწავლება ხუთი დღის განმავლობაში (19-23 მაისი) გაგრძელდება და კასპის ტექნოპარკი უმასპინძლებს.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტი STEAM-ის მიმართულებებით ვორქშოპებს, მენტორშიფს და გუნდურ ექსპერიმენტებს მოიცავს.
რაც შეეხება პროექტის მიზანს, ახალგაზრდა გოგონების დაინტერესება, STEAM მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, თემატიკის მიხედვით კომერციალიზაციის მქონე, ინოვაციური/ტექნოლოგიური სტარტაპ იდეების და პროტოტიპების შექმნა წაროადგენს.
დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ელექტრონულ მისამართზე შეუძლიათ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.