გორის მუნიციპალიტეტი, 9-10-11 მაისს, ბათუმში დაგეგმილ რიგით მე-16 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში - „EBIT 2025“ მიიღებს მონაწილეობას.
გამოფენის გახსნა დაგეგმილია 9 მაისს 11:00 სთ-ზე შემდეგ მისამართზე: ქ.ბათუმი, სასტუმრო შერატონი, EXPO BATUMI LLC.
ცნობისთვის, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტები, ტურიზმის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
დასწრება თავისუფალია.