კულტურა
05.05.2025 11:02
17 მაისს გორის თეატრში სპექტაკლის - „ქეიფი სოლოლაკში“ ჩვენება გაიმართება

გ. ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრი მორიგი სპექტაკლის გამართვის თარიღს აანონსებს.

მაყურებელი 17 მაისს ნოდარ მაჭარაშვილის მოთხრობის - „ქეიფი სოლოლაკში“ მიხედვით დადგმულ პიესას იხილავს. სპექტაკლის რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე - შველიძეა.

„ქეიფი სოლოლაკში“ მოგვითხრობს საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრისა და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელ კონსტანტინე (კოტე) აფხაზზე, მის თანამოაზრეებზე, თანამებრძოლებზე და მოვლენებზე რომელიც იმ პერიოდის საქართველოში ვითარდებოდა.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, სპექტაკლში თეატრის დასი თითქმის სრული შემადგენლობით მონაწილეობს.

მსურველებს ბილეთების შეძენა-დაჯავშნა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge შეუძლიათ.

სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება.

კვირის ამბები