საზოგადოება
05.05.2025 11:01
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.

ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კონკურსის გამარჯვებული მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ანანო ხარაიშვილი გახდა. მეორე ადგილზე ანა ფალელაშვილი (მეშვიდე საჯარო სკოლა) გავიდა. მესამე ადგილი კი მარიამ შალამბერიძეს (მეცხრე საჯარო სკოლა) ერგო.

ღონისძიების ფარგლებში, ჟიურიმ მარიამ გოგიაშვილი (მეორე საჯარო სკოლა) და თამარ მიქელაძე (მესამე საჯარო სკოლა) - საუკეთესო ორნამენტის, შიო კავსაძე (მეცხრე საჯარო სკოლა) კი საუკეთესო საზედაო ასოს ავტორებად დაასახელა. მუზეუმის რჩეულები ნინო კახნიაშვილი (მეთორმეტე საჯარო სკოლა) და დავით გოგიაშვილი (პირველი საჯარო სკოლა) გახდნენ. ორიგინალური ხელწერისთვის დაჯილდოვდა მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი გოგიშვილიც.

ყველა მონაწილეს კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისგან მოწმობები გადაეცათ.

კვირის ამბები