საზოგადოება
02.05.2025 14:26
უახლოესი ოთხი დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი ოთხი დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი. უფრო დეტალურად, დღეს, გორში, 16 საათიდან 21 საათამდე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

ნალექია ნავარაუდევი 3 მაისს გამთენიის 5 საათიდან 11 საათამდე, ასევე წვიმაა ნავარაუდევი 3 მაისს 19 საათიდან, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +17 გრადუსს მიაღწევს.

მაქსიმალური ტემპერატურა + 19 გრადუსი, პერიოდულად ღრუბლიანობა და 15 საათიდან წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი გორში 4 მაისს.

ღრუბლიანობა და დღის მეორე ნახევარშია ნალექია ნავარაუდევი 5 მაისს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +22 გრადუსს მიაღწევს.

მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექი 6 მაისს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +18 გრადუსს მიაღწევს.

7, 8 და 9 მაისს გორში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, 10-11 მაისს კი კვლავ მოსალოდნელია ნალექი.

კვირის ამბები