გორში კლასიკური გიტარის საღამო - „კავატინა“ გაიმართა.
მსმენელის წინაშე თამარ გიუნაშვილი და ნიკოლოზ ღვინიაშვილი მოწვეულ მუსიკოსთან მიხეილ ჯინისიანთან ერთად წარსდგნენ.
ღონისძიებაზე სხვადასხვა ინსტრუმენტებით შესრულდა როგორც კლასიკურ, ისე ჯაზურ-კლასიკურ სტილში ნიკოლოზ ღვინიაშვილის მიერ შექმნილი კომპოზიციები.
კლასიკური გიტარის საღამო ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში ჩატარდა.