სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, შემნახველი საწარმოების კომპონენტში განაცხადების მიიღება იწყება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა 15 მაისის 12:00 საათიდან შეეძლებათ. პოგრამაში განაცხადების მიღება კი შესაბამისი ბიუჯეტის (5 000 000 ლარი) ამოწურვამდე გაგრძელდება.
„კომპონენტის ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ ახალი სამაცივრე ან/და მშრალი სასაწყობო საწარმოების შექმნა.
სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსდება განსაზღვრული პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30%, მაგრამ არაუმეტეს 350 000 ლარი.
მაღალმთიანი დასახლებების და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში თანადაფინანსება კი, პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ით, (არაუმეტეს 350 000 ლარით განისაზღვრება). პროექტის განხორციელებისას მსგავსი პირობებით ისარგებლებს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივიც“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.
დაინტერესებულ პირებს, მეტი ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ ვებგვერდზე: rda. gov. ge.