კულტურა
01.05.2025 15:57
გორელმა გურამ ბოლოთაშვილმა კლასიკური მუსიკის კონკურს-ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა

კლასიკური მუსიკის მე-18 კონკურს-ფესტივალზე - „მომავლის ვარსკვლავები“ ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გურამ ბოლოთაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა.

კონკურსის ფარგლებში, ხელოვანმა ორი ნაწარმოები - ანტონიო ლაუროს „ვენესუელური ცეკვა” და ფრანცისკო ტარეგას „ტანგო მარია” შეასრულა და ჟიურის გადაწყვეტილებით ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ დაჯილოვდა გურამ ბოლოთაშვილის პედაგოგიც. თამარ გიუნაშვილს წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის დიპლომი გადაეცა.

კლასიკური მუსიკის კონკურს-ფესტივალზე გორელი ხელოვანები - საბა გიორგაძე და ბარბარე გიგაურიც მონაწილეობდნენ.

ბარბარე გიგაური ნომინაციის „წარმატებული დებიუტი“ გამარჯვებული გახდა.

„მომავლის ვარსკვლავები“ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა.

კვირის ამბები