საზოგადოება
01.05.2025 15:42
სოფელ ზერტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში გზის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.

„სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 2 კმ და 861 მეტრია, სამუშაოების ღირებულება კი 2 705 500 ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ​მიერთებები, ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა, საგზაო ნიშნები და მონიშვნები“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები