სპორტი
01.05.2025 11:11
15-წლამდელთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელებმა შვიდი მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს

15-წლამდელთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა სპორტსმენებმა ოთხი - ოქროს, ერთი - ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მიღწეული შედეგების მიხედვით კი გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

გორელთაგან ოქროს მედლის მფლობელები ლუკა დოთიაშვილი (38 კგ.), ზურა დოთიაშვილი (41 კგ.), ზურა წინამძღვრიშვილი (62 კგ.) და ერეკლე ქართველიშვილი (68 კგ.) გახდნენ.

ვიცე-ჩემპიონის ტიტულს გიორგი პაპიტაშვილი (44 კგ.) დაეუფლა.

გიორგი ლობჟანიძე (48 კგ.) და მიხეილ მაყიშვილი (57 კგ.) კი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები არიან.

საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეთაგან ექვსი - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია, ერეკლე ქართველიშვილი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია.

საქართველოს ჩემპიონატი გორის სპორტის სასახლეში ჩატარდა.

კვირის ამბები