ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების მონიტორინგს რეინჯერები დრონებით განახორციელებენ.
პროექტის „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება“ ფარგლებში, ბუნების მცველებმა დრონის მართვის და გამოყენების შესახებ ტრენინგი გაიარეს.
როგორც გორის განვითარების სააგენტოში აღნიშნეს, რეინჯერებისთვის სასწავლო კურსი პრაქტიკული და თეორიული კომპონენტების მიხედვით მიმდინარეობდა.
„ტექნოლოგიის დანერგვა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ზედამხედველობის პროცესს და რეაგირების სისწრაფეს.
რეინჯერები დრონს გამოიყენებენ ტერიტორიის მონიტორინგისთვის, ბრაკონიერობის გამოვლენის და პრევენციისთვის, ხანძრის რისკების დროული შეფასების და ველური ბუნების დაკვირვების მიზნით.
ამავე პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია People in Need Georgia-ს მიერ ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტს თერმო კამერის მქონე დრონი გადაეცა, რომელიც რეინჯერებს ღამის მონიტორინგის და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მუშაობის შესაძლებლობას მისცემს“, - აცხადებენ სააგენტოში.
ცნობისთვის, პროექტს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზაცია People in Need Georgia ახორციელებს.