

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია გრძელდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ასფალტის პირველი ფენის დაგება უკვე დასრულდა.
პროექტი 900 მეტრი შიდა საუბნო გზის მოწესრიგებას ითვალისწინებს. მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 400 ათას ლარზე მეტია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.