საზოგადოება
30.04.2025 12:07
გორელმა ახალგაზრდებმა დაცული ლანდშაპტის უნიკალურობასა და ეკოსისტემაში არსებული სახეობების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

ორგანიზაცია „ჭკვიანი მომავალის“ ბენეფიციარებმა დაცული ლანდშაპტის უნიკალურობასა და ეკოსისტემაში მტაცებელი და მსხვერპლის სახეობების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ინტერაქციულ შეხვედრაზე გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი ედიშერაშვილმა ახალგაზრდებთან დაცული ლანდშაპტის მნიშვნელობაზე და უნიკალურობაზე ისაუბრა.

„ახალგაზრდებმა შეისწავლეს დაცული ტერიტორიების კატეგორიები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაცული ლანდშაფტის უნიკალურობას— სივრცეს, სადაც ადამიანი და ბუნება თანაცხოვრობენ. მსჯელობა, ასევე, გაიმართა ეკოსისტემაში მტაცებელი და მსხვერპლის სახეობების მნიშვნელობაზე. დაისვა უამრავი საინტერესო კითხვა და გაჩნდა არაერთი იდეა.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია გასვლა ტანა-თეძამის დაცულ ლანდშაფტის ტერიტორიაზეც, სადაც ახალგაზრდებს რეინჯერები მიაწვდიან ინფორმაციას ტყის, ველური ბუნების და ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ“ - აღნიშნეს გორის განვითარების სააგენტოში.

საგანმანათლებლო აქტივობა სტუდია „ოქონას“ მხარდაჭერით ჩატარდა.

კვირის ამბები