საზოგადოება
30.04.2025 11:47
ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გორის უნივერსიტეტის სტუდენტები ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობდნენ

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თემატურ ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობდნენ.

ახალგაზრდები ოთხი დღის განმავლობაში საინტერესო მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ აქტივობაში ჩაერთნენ. გარდა ამისა, სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, სხვადასხვა თემაზე ჩატარებულ საგანმანათლებლო ტრენინგებს ესწრებოდნენ.

თემატური ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ბანაკის მიზანი არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის და სოციალური პასუხისმგებლობების პოპულარიზაცია/წახალისება, აქტიური მოქალაქეობის და პატრიოტული ღირებულებების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.

2025 წელს თემატური ბანაკი ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე, რვა ნაკადად ჩატარდება და 1000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.

კვირის ამბები