

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200-ზე მეტი ახალგაზრდა ინოვაციურ პროექტში - „ციფრული ინტელექტი 2025“ მონაწილეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ახალგაზრდები ფოტო-ვიდეო გადაღებას, ვიდეო მონტაჟს, გრაფიკულ არქიტექტურას და პროგრამირებას ეუფლებიან. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, მოზარდებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ტრენინგებიც ჩაუტარდებათ.
ინოვაციური პროექტი - „ციფრული ინტელექტი 2025“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის და „ქართული გენია ჰოლდინგის“ თანადაფინანსებით, სტუდია „ოქონას“, გორისა და ატენის ეპარქიის და გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი, სხვადასხვა მიმართულებით, 500-მდე ახალგაზრდის გადამზადებას ითვალისწინებს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.