

ქართული არმია დღეს, 30 აპრილს დაარსებიდან 35-ე წლისთავს აღნიშნავს.
1990 წლის დეკემბერში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარი - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება სწორედ ეროვნულ გვარდიას უკავშირდება.
1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, ეს თარიღი კი ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი გახდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.