გორში წმინდაწყლის დასახლებაში ახლადმოწყობილ სკვერში დაზიანებული ინფრასტრუქტურა განახლდა.
სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნულ დასასვენებელ სივრცეში ინფრასტრუქტურის აღდგენა-განახლება პერიოდულად ხდება და მოქალაქეებს სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„კეთილმოწყობის სააგენტოს პერიოდულად უწევს მათი აღდგენა-განახლება. აღნიშნულ დასასვენებელ სივრცეში სკამების, ურნების თუ სხვა სახის ინვენტარის დაზიანების ფაქტი არაერთხელ დაფიქსირდა. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს მივმართოთ მოქალაქეებს ნუ დააზიანებთ და გავუფრთხილდეთ საერთო სარგებლობის სივრცეებს“, - აცხადებენ სააგენტოში.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს