

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავსა და ფლავისმანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ფლავსა და ფლავისმანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
რაც შეეხება პროექტს, ორივე სოფელში მიმდინარე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ღირებულება 114 000 ლარამდეა, ხოლო გზის სიგრძე 2000 მეტრზე მეტს შეადგენს. პროექტები ტრანსპორტის სავალი ნაწილის, მიერთებების, ეზოში შესასვლელების და სანიაღვრე სისტემების მოწყობას ითვალისწინებს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.