შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის გამოცდებისთვის რეგისტრირებულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისთვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.
აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით კი ასე გამოიყურება: ისტორია აირჩია 18 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა; მათემატიკა აირჩია 13 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა; გეოგრაფია აირჩია 2 300-მა აბიტურიენტმა; ლიტერატურა აირჩია 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება აირჩია 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ქიმია აირჩია 2 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ფიზიკა აირჩია 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ბიოლოგია აირჩია 3 200- ზე მეტმა აბიტურიენტმა; ხელოვნება აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გამოცდების განრიგი დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www. naec. ge. დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, საგამოცდო ცენტრის მისამართის და გამოცდაზე გამოცხადების დროის თაობაზე მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვა, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.