თექვსმეტი მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს გორელებმა თავისუფალ ჭიდაობაში გამართული ჩემპიონატი.
შეჯიბრი 20-წლამდელთა შორის მიმდინარეობდა და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოდან - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლების მოჭიდავეები ასპარეზობდნენ.
მოპოვებული მედლებიდან ექვსი - ოქროს, ოთხი - ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს სინჯისაა.
საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (57 კგ.), საბა ღამბაშიძე (61 კგ.), გოგა ოთინაშვილი (70 კგ.), დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ.), დაჩი პაპინაშვილი (86 კგ.) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ.) დაეუფლნენ.
ვერცხლის მედალი გიორგი მაისურაძის (57 კგ.), გიორგი წურიაშვილის (61 კგ), ლუკა ვანიშვილის (70 კგ.) და ნიკა მაისურაძის (86 კგ.) ანგარიშზეა.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, ნიკა ხვედელიძემ (57 კგ.), რომა მომცელიძემ (61 კგ.), აკაკი მაზმიშვილმა (65 კგ.), ლაშა გოგშელიძემ (70 კგ.), ზურა აბალაკმა (74 კგ.) და ირაკლი თევზაძემ (86 კგ.) მოიპოვეს.
შეჯიბრს გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდები ასპარეზობდნენ.