კულტურა
28.04.2025 13:11
„ვიზიტი“ - გორის თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ.

თანამედროვე რეჟისორი გიორგი თენაძე გორელ თეატრისმოყვარულებს ფრიდრიხ დიურენმატის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „ვიზიტი“ წარუდგენს.

ერთმოქმედებიანი ტრაგიკომედიის სასცენო ვერსია გ. ერისთავის სახელობის თეატრისთვის შეიქმნა.

სპექტაკლში მონაწილეობენ: მარი არღუთაშვილი, კახა ბერიძე, დაჩი ბაბუნაშვილი, თორნიკე ბასიშვილი, ლიკა კევლიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, ქიშვარდ მანველიშვილი, ზვიად მაღალაშვილი, დალი ნათელაშვილი, ლევან ოზგებაშვილი, ზურაბ პავლიაშვილი, ნათია ტატულაშვილი, მზიკო ტურაშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, ზაზა ცარულაშვილი, მერაბ ჭანკოტაძე, ზურაბ ხინჩიკაშვილი და ლევან ჯამბრიშვილი.

შეგახსენებთ, გორის თეატრში პარალელურად მეორე პრემიერისთვის სამზადისიც დაწყებულია. ვაჟა ფშაველას უკანასკნელი დღეების ქრონიკას სცენაზე რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე გააცოცხლებს.

სპექტაკლის სახელწოდებაა „მთებმა დახუჭეს თვალები“, სცენარი კი პოემის - „ალუდა ქეთელაური“ მიხედვით დაიწერა.

კვირის ამბები