

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი ედიშერაშვილმა, ორგანიზაცია „ჭკვიანი მომავალის“ ბენეფიციარებთან ინტერაქციული შეხვედრა გამართა.
სააგენტოს ინფორმაციით, საგანმანათლებლო აქტივობა სტუდია „ოქონას“ მხარდაჭერით ჩატარდა და ახალგაზრდებმა დაცული ტერიტორიების კატეგორიები შეისწავლეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაცული ლანდშაფტის უნიკალურობას - სივრცეს, სადაც ადამიანი და ბუნება თანაცხოვრობენ.
„ვიმსჯელეთ მტაცებელი და მსხვერპლის სახეობების მნიშვნელობაზე ეკოსისტემაში - დაისვა უამრავი საინტერესო კითხვა და გაჩნდა არაერთი იდეაც.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია გასვლა ტანა-თეძამის დაცულ ლანდშაფტზე, სადაც ახალგაზრდებს რეინჯერები მიაწვდიან ინფორმაციას ტყის, ველური ბუნების და ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ“, - აცხადებენ გორის განვითარების სააგენტოში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.