პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი სოსიაშვილი აირჩიეს.
კომიტეტის წევრებმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, გიორგი სოსიაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ გიორგი სოსიაშვილს საკომიტეტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გიორგი სოსიაშვილი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პაატა სალიას ნაცვლად აირჩიეს, რომელიც იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.
კომიტეტის სხდომა ბოლნისის მუზეუმში გაიმართა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს