სპორტი
24.04.2025 12:50
გორი კარატეში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

გორის სპორტის სასახლე კარატეში საერთაშორისო ტურნირს - „OPEN GORI 2025“ უმასპინძლებს.

შეჯიბრი 17-18 მაისს ჩატარდება.

ტურნირი საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სპორტის სამინისტროს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ონლაინ პლატფორმაზე: www. Sportlab .ge (შესაბამის ასაკობრივ და წონით კატეგორიაში) უცხო ქვეყნის კლუბებმა კი სარეგისტრაციო განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: gsknf .office @ gmail .com უნდა გააგზავნონ. განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 15 მაისია.

„ტურნირი მსოფლიო კარატეს ფედერაციის დამტკიცებული წესებით ჩატარდება. სპორტსმენები იასპარეზებენ იმ ასაკობრივ კატეგორიაში, რომელიც ტურნირზე მონაწილეობის დღეს შეესაბამება.რაც შეეხება შეჯიბრის მიზნებს და ამოცანებს, საქართველოში აღნიშნული სპორტის სახეობის განვითარება, გამოცდილების მიღების და დონის ამაღლების მიზნით, სპორტსმენების და მსაჯების ხელშეწყობაა. შეჯიბრს სპორტსმენთა სარეიტინგო მნიშვნელობა აქვს, წარმოადგენს A კლასის საერთაშორისო ტურნირს, საქართველოს სპორტსმენებს შედეგების მიხედვით დაეწერებათ შესაბამისი ქულები“, - აღნიშნულია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსურველებს შეჯიბრთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციის გაცნობა საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შეუძლიათ.

კვირის ამბები