საზოგადოება
24.04.2025 12:48
მეთხილე ფერმერებმა სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბაღების რეგისტრაცია 30 აპრილის ჩათვლით უნდა მოახდინონ

მეთხილე ფერმერებმა, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაცია 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით უნდა მოახდინონ.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, თხილის კადასტრში თხილის ბაღების რეგისტრაციის პროცედურის გავლა აუცილებელია მაშინაც კი, თუ გასულ წელს მონაწილეს უკვე დარეგისტრირებული აქვს თხილის ბაღი.

სუბსიდიის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად, არანაკლებ 0.2 და არაუმეტეს 3 ჰექტარი.

სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ თხილის ბაღზე გადაანგარიშებით 500 ლარით განისაზღვრება.

პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. სპეციალიზებულ აგრო მაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2025 წლის 31 აგვისტოა.

2024 წელს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 95 ათასამდე ფერმერმა22 მლნ ლარზე მეტიფინანსური დახმარება მიიღო.

თხილის კადასტრში რეგისტრირებული თხილის ბაღების ფართობი კი 45 ათას ჰექტარს აღემატება.

კვირის ამბები