გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრი მორიგი სპექტაკლის გამართვის თარიღს აანონსებს.
27 აპრილს მაყურებელი წარმოდგენას- „როგორ იწერება სიყვარული“ იხილავს.
თანამედროვე რეჟისორის ელენე მაცხონაშვილის თოჯინურ სპექტაკლში მარი არღუთაშვილი, ზვიად მაღალაშვილი, კობა კოპაძე, გიორგი ჩოჩნიძე, ნათია ტატულაშვილი და მზიკა ტურაშვილი მონაწილეობენ. რაც შეეხება წარმოდგენის შინაარსს, „როგორ იწერება სიყვარული“ გახლავთ ერთმოქმედებიანი წარმოდგენა, რომლის ფაბულა სასიყვარულო ისტორიაზეა აგებული. სცენიდან ექვსი მსახიობი და ორი თოჯინა- სიყვარულზე, ერთგულებაზე, ლოდინზე, იმედგაცრუებასა და ისევ სიყვარულზე მოგვიყვებიან.
სპექტაკლის მიზნობრივი აუდიტორია 12 + ასაკით განისაზღვრება.
წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.
ბილეთებს შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში ან ონლაინ საიტზე: www. biletebi. ge.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს