გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერმა გიორგი შათირიშვილმა, თანამშრომლებთან ერთად, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართულ სხვადასხვა აქტივობაში მიიღო მონაწილეობა.
სააგენტოს წარმომადგენლებმა მეჯვრისხევის, ხელთუბნის და გორის მეექვსე საბავშვო ბაღების აღსაზრდელებთან ერთად, გამწვანების აქცია გამართეს და სხვადასხვა ჯიშის ნარგავები დარგეს.
ღონისძიების ფარგლებში, პატარებმა სტუმრებს გარემოს დაცვის შესახებ სხვადასხვა სახის აქტივობა წარუდგინეს.
შეგახსენებთ, მსოფლიოში დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. საქართველოში კი ეს დღე 1990 წელს, 35 წლის წინ დაწესდა და მას შემდეგ ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. მისი მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.
წელს დედამიწის საერთაშორისო დღის სლოგანია - „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“, რაც ხაზს უსვამს განახლებადი ენერგიის გამოყენების საჭიროებას, რომ 2030 წლისთვის სამჯერ გაიზარდოს სუფთა ენერგიის წარმოება.