

გორში დასუფთავების აქცია ჩატარდა.
აქტივობა დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოეწყო და გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომლები ჩაერთნენ.
აქციის მონაწილეებმა კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ცენტრის ტერიტორია დაასუფთავეს.
აქტივობის მიზანს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობის ზრდა წარმოადგენდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.