

დღეს, 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღის დაარსება რამდენიმე მოვლენას უკავშირდება. როგორც ცნობილია, ესპანელი მწერლის, მიგელ დე სერვანტესის (1547-1616 წწ.) გარდაცვალების დღეს - 23 აპრილს, მამაკაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ, ხოლო მათგან წიგნებს იღებდნენ. ეს ჟესტი ქალების მხრიდან იყო შეხსენება, რომ წიგნს ვერაფერი შეცვლის. მოგვიანებით, 23 აპრილის მოვლენებს შექსპირის დაბადების და გარდაცვალების თარიღიც დაემატა და 1995 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის და საავტორო უფლების დაცვის დღედ გამოცხადდა. წიგნის ჩუქების ტრადიცია კი მსოფლიოში გავრცელდა.
რაც შეეხება საქართველოს, მისი აღნიშვნა 1996 წლიდან დაიწყო. ამ დღეს წიგნების გაჩუქების იდეა თანამედროვე ავტორს გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის.
ბოლო რამდენიმე წელია, აღნიშნული წეს-ჩვეულება ჩვენს ქვეყანაშიც აქტიურად დამკვიდრდა და წიგნის საერთაშორისო დღე არაერთი ღონისძიებით აღინიშნება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.