

20-წლიანი პაუზის შემდეგ, უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლება ბრუნდება. საკანონმდებლო ორგანომ საკითხის განხილვა ენათმეცნიერების – გიორგი გოგოლაშვილისა და ნანა მაჭავარიანის მიმართვის შემდეგ დაიწყო.
როგორც ცნობილია ინიციატივას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერა უკვე აქვს.
ქართული ენის სწავლება უნივერსიტეტებში 2005 წელს შეწყდა და „ქართული ენა“, როგორც საუნივერსიტეტო საგანი საერთოდ გაუქმდა. მმართველი გუნდის განმარტებით, ქართული ენის სწავლება უნივერსიტეტებში სექტემბრიდან აღდგება.
„განვიხილეთ საკანონმდებლო წინადადება და მხარი დავუჭირეთ, რომ 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან სავალდებულო გახდეს უმაღლეს სასწავლებლებში პირველ საფეხურზე, ბაკალავრიატში ქართული ენის სწავლება. რა ფორმით მოხდება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხარისხის ცენტრი უნივერსიტეტებთან ერთად გადაწყვეტს”, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ლადო ბოჟაძემ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.