კულტურა
23.04.2025 12:45
გორში თანამედროვე მწერლის და კომპოზიტორის ვახტანგ ცეცხლაძის საიუბილეო საღამო გაიმართება

გორში თანამედროვე მწერლის და კომპოზიტორის ვახტანგ ცეცხლაძის დაბადებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო მოეწყობა.

საიუბილეო ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის რეგიონული ორგანიზაციის, გორის ლიტერატორთა და ხელოვანთა კავშირის, ქალთა სალონი „ბანოვანის“ ხელშეწყობით გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოს სულხან ცინცაძის სახელობის გორის სამუსიკო კოლეჯში უმასპინძლებს და ხვალ, 24 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება.

„წინ კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო გველის, რომელიც ერთმანეთის გვერდით დგომით უნდა გავალამაზოთ. ღონისძიებაზე შესრულდება იუბილარის მიერ როგორც საკუთარ, ისე ქართველი პოეტების ლექსებზე დაწერილი საავტორო სიმღერები, წარმოდგენილი იქნება მწერლის რომანები, რომლებიც გამოცემისთანავე გულთბილად მიიღო და შეიყვარა მკითხველმა.

გთხოვთ, მობრძანდეთ, დასწრება თავისუფალია“, - ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები