დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსის გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდნენ.
გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით გამართულ კონკურსში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების V-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება კონკურსის მიზანს, მოსწავლეთა შემოქმედებითი ფანტაზიის სტიმულირება, შრომითი ჩვევების დანერგვა და მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების განვითარება იყო.
კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული და „ჟიურის სიმპათია“ გამოავლინა.
| ადგილი პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ ციური ქოქაშვილმა დაიკავა.
|| ადგილზე მეორე მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ამბროლიძე, ||| ადგილზე კი ამავე სკოლის მოსწავლე ნატო მუზიაშვილი გავიდა.
„ჟიურის სიმპათია“ სოფელ პატარა გარეჯვარის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე მელქაძე გახდა.
გამარჯვებულ მოსწავლეებს გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსგან სიგელები გადაეცათ.