საზოგადოება
23.04.2025 11:34
ქარელი-გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ავტობანის ქარელი-გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფება.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეფერხებით გადაადგილდება ავტომობილები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფს ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყავს.

კვირის ამბები