

გორში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში, ტრადიციული სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ღონისძიება გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის თანამშრომლობით ჩატარდა.
საქველმოქმედო აქტივობის მონაწილეებმა საკონდიტრო ნაწარმი და მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს.
ნივთების რეალიზაციიდან შეგროვილი თანხით კი მეწარმეები, ეპარქიაში არსებულ წმინდა იოანე მოწყალის სათნოების სახლს და ხანდაზმულთა დღის ცენტრს დაეხმარებიან.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.