საზოგადოება
22.04.2025 13:59
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს - ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

თარიღის დაწესების საფუძველი 1970 წელს, სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრის შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გახდა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

2025 წელს დედამიწის საერთაშორისო დღის სლოგანია - „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“, რაც ხაზს უსვამს განახლებადი ენერგიის გამოყენების საჭიროებას, რათა 2030 წლისთვის სამჯერ გაიზარდოს სუფთა ენერგიის წარმოება. იქნება ეს მზის, ქარის თუ გეოთერმული და მორევი ენერგიის გამოყენება, რაც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას და პლანეტის დაცვას ხელს შეუწყობს.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნავს.

კვირის ამბები