აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა კიდევ ერთი მიმართულებით რეისებს ამატებს.
დამატებითი რეისები 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით შესრულდება.
რაც შეეხება განრიგს, კომპანიის ინფორმაციით, მატარებელი თბილისიდან 11:05 საათზე გავა და დანიშნულების ადგილზე 17:17 საათზე იქნება.
ფოთიდან კი რეისი 18:50 საათზე შესრულდება და მგზავრები დედაქალაქში 00:56 საათზე ჩავლენ.
მსურველები ბილეთების შეძენას საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ გვერდზე: gr .com .ge, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზი პარტნიორი კომპანიების მეშვეობით შეძლებენ.
შეგახსენებთ, დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ რეისები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებითაც დაამატა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს