დღეს, 17 აპრილს, მსოფლიო ჰემოფილიით დაავადებულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ჰემოფილია გენეტიკური დაავადებაა. დაავადების გენის მატარებლები არიან ქალები, მაგრამ ძირითადად ავადდებიან მამაკაცები. ის მემკვიდრეობით გადაეცემა მომდევნო თაობებს. ამ დაავადების მქონე ადამიანებს აქვთ სისხლის შედედების დარღვევები და სისხლდენისკენ არიან მიდრეკილნი. სისხლდენა შეიძლება ნებისმიერი მიზეზის გარეშე, სპონტანურად დაიწყოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში, ამ დაავადებით 400 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
რაც შეეხება საქართველოს, ჰემოფილიით და სხვა სისხლმდენი პათოლოგიით, დაახლოებით 400-მდე ადამიანია დაავადებული და ამ მიზეზით, ყოველწლიურად, საშუალოდ 5 ადამიანი კვდება.
მედიკოსთა თქმით, დღეს ჰემოფილიის დიაგნოზი განაჩენი აღარ არის და საქართველოში ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების მკურნალობას სახელმწიფო სხვადასხვა მედიკამენტით აფინანსებს. მათ შორის, ინოვაციური მედიკამენტი - კანქვეშა ინექციაა, რომელიც პროფილაქტიკური მკურნალობის მიდგომას ეფუძნება და შესაძლებელს ხდის ცხოვრებას სისხლდენის გარეშე.