

გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის დოლების წრის პედაგოგი გოჩა ჯანეზაშვილი ხელოვნების ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსმა ჯილდო ქართული ხალხური საცეკვაო მუსიკის განვითარება-პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დაიმსახურა.
ქართველ აკომპანიატორთა დაჯილდოების ცერემონია - „ქორეომუსიკოსები 2025“ თბილისში ჩატარდა. ღონისძიებაში საქართელოში არსებული სახელმწიფო ანსამბლების მუსიკოს-აკომპანიატორები მონაწილეოდნენ.
ცნობისთვის, მედოლეთა ანსამბლ „ქართლის“ ხელმძღვანელი, სიმღერის და ცეკვის ანსამბლ „გორის“ და თეა დარჩიას ცეკვის სახელოსნო „თედასის“ მუსიკოსი-მედოლე გოჩა ჯანეზაშვილი ამაგდარის ორდენით არის დაჯილდოებული. გარდა ამისა, მუსიკოსი პატრიარქის პრემიის ლაურეატი და ეროვნული ცენტრის საპატიო წევრიცაა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.