გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტომ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭკვიანი მომავალი“ მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის სცენარების კონკურსი გამოაცხადა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ VII-XII კლასის მოსწავლეებს (ინდივიდუალურად, ან გუნდურად), ვისაც უყვარს წერა და გადაღება, აქვს კრეატიული იდეები გარემოს დაცვაზე, ხედვა ბუნების გადარჩენასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება კონკურსის თემას, მონაწილემ უნდა დაწეროს ერთ-ერთი, მხატვრულ-დოკუმენტური სცენარი 3-წუთიანი ვიდეოსთვის: ადამიანი და ბუნება - თანაცხოვრება პასუხისმგებლობით; დაცული ტერიტორიები - შენარჩუნებული მომავალი; ნარჩენების მართვა იწყება შენით.
„თითოეულ თემას 1 გამარჯვებული (სულ 3 გამარჯვებული) ეყოლება. ფინალისტები კი გაივლიან ვიდეო გადაღების და მონტაჟის უფასო ტრენინგს. შემდეგ კი ჟიურის წინაშე, ასევე, წარადგენენ იდეას/სცენარს.
მონაწილემ სცენარი უნდა გამოაგზავნოს pdf ფორმატში, სააგენტოს ოფიციალურ მეილზე: developmentgori @ gmail. com.
მსურველებს განაცხადის წარმოდგენა 10 მაისის ჩათვლით შეუძლიათ. გამარჯვებულებს კი ტექნიკის მაღაზიის 300-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ“, - აცხადებენ გორის განვითარების სააგენტოში.
დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ტელეფონის ნომერზე - 593 45 14 28 უნდა დარეკონ.