სპორტი
17.04.2025 11:24
გორელმა მოცურავეებმა თბილისის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს

გორელმა მოცურავეებმა თბილისში გამართულ ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს.

შეჯიბრზე „Georgia Gold“-ის ჩვიდმეტი სპორტსმენი ასპარეზობდა. გორელი მოცურავეები პირველობისთვის ორ ასაკობრივ კატეგორიაში იბრძოდნენ.

ლუკა ვირსალაძემ (2014-2015 წწ.) 50 მეტრ ბატერფლაის დისტანციაზე უმაღლესი შედეგი აჩვენა და პირველი ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, მოცურავე 100 და 50 მეტრ თავისუფალ სტილშიც მესამე ადგილების მფლობელი გახდა.

რაც შეეხება ნიკოლოზ ჭულუხაძეს, სპორტსმენი 2012-2013 წწ. დაბადებულებს შორის ასპარეზობდა და 200 მეტრ თავისუფალი სტილით ცურვაში მეორე ადგილი დაიკავა.

„დანარჩენმა გორელმა მოცურავეებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს პირადი შედეგები და მომავალი ტურნირებისთვის მეტი გამოცდილება შეიძინეს“, - აღნიშნულია „Georgia Gold“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპორტსმენთა მწვრთნელები მარიკა კახიაშვილი და ნინო შოშიაშვილი არიან.

კვირის ამბები