აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს ინტენსიურად ამოწმებს.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე და მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს, საცხობებს და საკონდიტროებს ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ამოწმებენ. შემოწმებისას ყურადღება ექცევა წარმოების პროცესში სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების, სურსათის შენახვის პირობების, ვადების და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დაცვის საკითხებს.
„მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ შეიძინონ კვერცხი და მაღალი რისკის სურსათი (ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი) სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა კვერცხის 41 მწარმოებელთან; ერთი ბიზნესოპერატორი რეგისტრაციის არქონის გამო დაჯარიმდა. ამავდროულად, საკონდიტროებში განხორციელდა 175 შემოწმება. გამოვლინდა 10 სამართალდარღვევა, რაზეც სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.