საზოგადოება
16.04.2025 15:24
19 აპრილს გორში სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის თანამშრომლობით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში ტრადიციული სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

საქველმოქმედო ღონისძიება 19 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ეხერხება ხელსაქმე ან ამზადებს საკონდიტრო ნაწარმს.

პროდუქცია სიმბოლურ ფასად გაიყიდება და სურვილის შემთხვევაში მეპატრონე გაიღებს შესაწირს, რომლითაც ეპარქიაში არსებულ წმინდა იოანე მოწყალის სათნოების სახლს და ხანდაზმულთა დღის ცენტრს დაეხმარებიან.

„მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც ეხერხება ხელსაქმე - ქსოვა, ქარგვა, რეწვა ან ამზადებს საკონდიტრო ნაწარმს, ჩირეულს, ტრადიციულ თუ თანამედროვე სახის ქართულ და ევროპულ ტკბილეულს, მარინადს, თაფლს, ღვინოს და სხვა სახის პროდუქტებს.

მონაწილეებს სააღდგომო თემატიკის აქსესუარების, მისალოცი ბარათების, წიგნის თუ სხვადასხვა ნივთის გამოფენა შეუძლიათ. ყველა ნივთი და ნაწარმი სიმბოლურ ფასად გაიყიდება, მეპატრონე მიიღებს ფინანსურ სარგებელს და სურვილისამებრ, გაიღებს შესაწირს. შემოსული თანხით, აღდგომას, მრევლის ყველაზე გაჭირვებილ ოჯახებს დავეხმარებით“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 598 11 88 50 (ალექსანდრე ოქროპირიძე).

კვირის ამბები