

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა უკიდურესად გაჭირვებულმა ოჯახებმა, ომის ვეტერანმა შშმ პირებმა, უსინათლოებმა და სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებმა მოქალაქეებმა სააღდგომო ნობათი მიიღეს.
სასურსათო პაკეტი ბენეფიციარებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.
როგორც გორის მერიაში განმარტავენ, სააღდგომო საჩუქარს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 400-მდე ბენეფიციარი მიიღებს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.