კულტურა
16.04.2025 12:51
გორის თეატრში თოჯინური სპექტაკლის - „წითელქუდას“ ჩვენება გაიმართება

გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში პატარა მაყურებელთან შესახვედრად ისევ ემზადებიან. 27 აპრილს თოჯინური სპექტაკლის - „წითელქუდა“ ჩვენებაა დაგეგმილი.

რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის დადგმულ წარმოდგენაში კობა კოპაძე, ნათია ტატულაშვილი, მზიკა ტურაშვილი, მარიამ არღუთაშვილი და გიორგი ჩოჩნიძე მონაწილეობენ.

სპექტაკლის ჩვენება 18:00 საათზე დაიწყება.

დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა-დაჯავშნა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge შეუძლია.

კვირის ამბები