

მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, 21 აპრილს, დამატებითი ავტობუსები გორში უფასოდ09:00 - დან18:00 საათამდე იმოძრავებს.
მოქალაქეები სასაფლაოს მიმართულებით უფასოდ მგზავრობას ქალაქის ყველა უბნიდან შეძლებენ.
ბოლო გაჩერების წერტილი სასაფლაოზე არსებული სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორია იქნება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამატებითი ავტობუსები ქალაქის მასშტაბით მგზავრებს შემდეგ ლოკაციებზე აიყვანს: ჭალის დასახლება(გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია), წმინდაწყლის დასახლება(ყიფიანის და ტყვიავის ქუჩების კვეთა), კომბინატის დასახლება(კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია), ვერხვების დასახლება(მამარდაშვილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია), სადგურის დასახლება(რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია),
ტრანსპორტი ერთსაათიანი ინტერვალით იმოძრავებს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.