გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს პერსონალური ასისტენტის მომსახურებით სარგებლობა უკვე შეუძლიათ.
როგორც გორის მერიაში განმარტავენ, პერსონალური ასისტენტი არის გადამზადებული ადამიანი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ყოველდღიურად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება.
სერვისი გულისხმობს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. გარდა ამისა, საყოფაცხოვრებო და ყოველდღიურ აქტივობებში დახმარებას, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს.
„აღნიშნულ სერვისს შშმ პირებს მუნიციპალიტეტი ორგანიზაცია - „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან“ თანამშრომლობით სთავაზობს. ცენტრი მომსახურების მიწოდებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით უზრუნველყოფს.“, - აცხადებენ მერიაში.
სერვისის მიღების მიზნით, შშმ პირებმა უნდა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას. მათი პროგრამაში ჩართვა ეტაპობრივად მოხდება.