საზოგადოება
15.04.2025 15:30
გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიღება დღეს დაიწყო

გორში, დავით აღმაშენებელის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიღება დღეს, 15 აპრილს დაიწყო და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც აკადემიაში აცხადებენ, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ვებგვერდზე www. naec. ge, რეგისტრაციისას აირჩევენ აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამებს და რომლებსაც 2025 წელს არ უსრულდებათ 24 წელი.

„აკადემიის შიდა შესარჩევი ტურების წარმატებით ვერ გავლის შემთხვევაში, აკადემია აბიტურიენტებს რეკომენდაციას უწევს, გააუქმოს რეგისტრაცია მის მიერ არჩეულ აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებზე და მათ ნაცვლად დარეგისტრირდეს სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე, ან რეგისტრაციის გავლის დროს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, დარეგისტრირდეს სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომ აკადემიაში ვერ ჩარიცხვის შემთხვევაში, აბიტურიენტმა არ დაკარგოს მიმდინარე წელი.

I, II და III კურსის ყველა იუნკერი ისარგებლებს სწავლის სრული დაფინანსებით და აიღებს ყოველთვიურ განსაზღვრულ სტიპენდიას 500 ლარს, გარდა ამისა, წარჩინებული იუნკერები აიღებენ დამატებით სტიპენდიას რეიტინგის მიხედვით.

IV კურსის იუნკერების სტიპენდია კი შეადგენს 1320 ლარს“, - აცხადებენ აკადემიაში.

სწავლის მსურველებისთვის საბუთების მიღება ხორციელდება აკადემიაში (მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი).

დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონის ნომრებზე: 577 39 01 94; 599 90 15 61.

კვირის ამბები