საზოგადოება
15.04.2025 12:38
დედაენის დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლები მეცამეტე და მეთვრამეტე საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერის მოადგილე ვახტანგ გიუნაშვილი მეთოდოლოგიური დარგის სპეციალისტებთან ერთად, მეცამეტე და მეთვრამეტე საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა.

ღონისძიება დედაენის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, 5-6 წლიანთა ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებმა ქართული ანბანის გარშემო ისაუბრეს. სტუმრების ჩართულობით სახალისო აქტივობებიც მოეწყო.

ცნობისთვის, 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

კვირის ამბები